საქართველოში შემოსულ „ასტრაზენეკას“ ვარგისიანობის ვადა მაისის ბოლოს გასდის

NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, 13 მარტს საქართველოში შემოსული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 31 მაისს გასდის.

„ახლა შემოსული რაც გვაქვს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ეს არის 43 200 დოზა, რომელიც შემოვიდა 13 მარტს საქართველოში, მისი ვარგისიანობის ვადა არის 31 მაისამდე. ახლა აცრილთა რაოდენობის მიხედვით და უკვე დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე აცრილ ადამიანებს უწევთ, ასევე მეორე დოზით აცრა მაისის თვეში, ვფიქრობთ, რომ ეს 43200 დოზა სრულად იქნება ათვისებული ვადაში და შესაბამისად, არ გვექნება პრობლემა ვაქცინის ათვისების. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის, რომელსაც ველოდებით აპრილში, სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა არ შემოვა, ფაქტობრივად, მათი ვარგისიანობის შესახებ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს იმდენად მცირე დოზებია ჩვენს საჭიროებასთან შედარებით, რომ მათი ათვისება მოესწრება და არ გახდება დოზები ჩამოსაწერი ვადის გასვლის გამო,“- განაცხადა ზახაშვილმა.

წყარო: ipn