სენაკში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ხის საცხოვრებელ სახლში მარტო ცხოვრობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს სახლში მყოფი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.