სერბეთის პრეზიდენტი ჩინური „სინოფარიმით“ აიცრა

სერბეთის პრეზიდენტი, 51 წლის ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.

„ვაქცინა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა დიდებულ სამედიცინო თანამშრომლებსა და ჩვენს ჩინელ ძმებს“ – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა ვაქცინაციის შემდეგ.

ამჟამად სერბეთში იმუნიზაცია 2.6 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა. ერთ მილიონ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებლით, სერბეთი ევროპაში მეორე ადგილს იკავებს.

ამ ქვეყნის მოქალაქეებს იმუნიზაცია Pfizer-ის, Sinopharm-ის, AstraZeneca-სა და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინებით შეუძლიათ.