უკრაინა რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

უკრაინა რუს დიპლომატს აძევებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია 19 აპრილის შემდეგ, 72 საათში უნდა დატოვოს.

ქვეყნის საგარეო უწყება აღნიშნულს რუსეთის უკანონო ქმედებებით ხსნის.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ქვეყნიდან უკრაინის კონსული, ალექსანდრ სოსონიუკი გააძევა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედებები უხეშად არღვევს ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციას.