საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 36 056 ადამიანს ჩაუტარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
ინფორმაციისთვის, აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.