ღარიბაშვილი: ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად არის მოწოდებული, რომ მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოაწერეს.

„რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსტრუციული დიალოგის მომხრეა.

„რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც ეხება შესაძლო კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციასთან, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული, კონსტრუციული დიალოგის რეჟიმის მომხრე და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.