ჩაისუბანში შუახნის მამაკაცი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში შუახნის მამაკაცი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, ძმებს შორის კონფლიქტი მოხდა და ერთ-ერთმა მეორეს სანადირო თოფიდან ესროლა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ