“ჰესის აშენება რომ შესაძლებელი არ არის, ამიტომ ვდგავართ ექვსი თვე ქუჩაში”

ვთქვით, რომ ჩვენს პოზიციას დავაყენებთ ეჭვქვეშ, იმისთვის, რომ გვქონდეს დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პოზიციას ვიცვლით ან სხვაგვარად ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამის აშენება, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისვე თქმით, ჰესის აშენება რომ შესაძლებელი არ არის, სწორედ ამიტომ მართავენ ექვსი თვეა აქციებს.

„აშენება რომ შესაძლებელი არ არის, ამიტომ ვგდგავართ ექვსი თვე ქუჩაში. ამიტომ, ისინიც თავის პოზიციაში არიან ურყევი, მაგრამ აქვე მინდა, ვთქვა, თუ ორივე მხარე ვიტყვით, რომ მე ყველა შემთხვევაში ასე ვფქირობ, ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ვკეტავთ საუბრის სივრცეს. კონსტრუქციულობა საჭიროა, რადგან ორივე მხარე ზოგადად ვთანხმდებით, რომ ქვეყნის განვითარება გვინდა, დიალოგმა უნდა გამოკვეთოს სწორედ ის პროცესი, რომ თუ რაღაც სწორად ან არასწორად ხდება ჩვენი და მეორე მხარის გადასახედიდან, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. ამისთვის კი საჭიროა მხარეების სამართლიან გარემოში საუბარი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.