ხულუტის ციხეს რეაბილიტაცია იწყება

საყდრისის კომიტეტის ინიციატივით, ხულუტის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და კომპანია RMG-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, უკანა კედელზე ხარაჩოები დამონტაჟდა, ჩატარდა ძეგლის სკანირება.

​ხულუტის ციხეს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.