საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ჩატარდა 28 000-მდე ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29% ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო შვიდი დღის – 4,85%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 310 310 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 290 767 გამოჯანმრთელდა, 4 110 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 45 338 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 729.









