11 მარტის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 823 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.