გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, დარაკოვი, წინწყარო, სანთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, ლეჟბადინი, ბაიდარი, კესალო, მუგანლო, კურტლიარი და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა და თელეთი; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.