16 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციის თანახმად, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებშ გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, მამულო, ახა, განახლება და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, ცოპი, ცოფი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დისველი, დაღეთი, თამარისი, ქოლაგირი, ხატავეთი, მოლახმედლო, დიოკნისი, ალავარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.