17 აპრილის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 51 ქვემო ქართლის რეგიონში.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,58%, ბოლო 14 დღის – 2,91%, ბოლო 7 დღის – 3,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 294 540 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 132 გამოჯანმრთელდა, 3 925 – გარდაიცვალა.