2 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სამგორი, ნასაგური, დიდი ლილო, ვაზიანი, გამარჯვება, სააკაძე, მარტყოფი, მუხროვანი, ლოჭინი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო, ენიკენდი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.