2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იქნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა არ შეეძლება. მისივე ცნობით, შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

“სასაფლაოებზე გასვლა, როგორც შარშან იყო აკრძალული, აიკრძალა წელსაც. ეს აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის პერიოდს და მასში არ არის გამონაკლისები გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით. ეს სრულიად საქართველოს ეხება. 4 მაისიდან ეს შეზღუდვა არ იქნება და შესაბამისად, ამის შემდეგ მოსახლეობას სასაფლაოებზე გასვლა შეეძლება,” – აცხადებს გიორგი ღიბრაძე.