20 აპრილის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 940 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,79% ბოლო 14 დღის – 3,24%, ბოლო შვიდი დღის – 3,92%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 297 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 282 237 გამოჯანმრთელდა, 3 959 კი, გარდაიცვალა.