საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –4,55 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 გამოჯანმრთელდა, 3 992 კი გარდაიცვალა.