3 საპრიზო ადგილი კრივში – რუსთაველი სპორტსმენების წარმატება

ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე რუსთაველმა სპორტსმენებმა 1 პირველი და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.

ოქროს მედალს ელნურ აბდულაევი დაეუფლა, საბირ ქარიმოვი და რუსლან აბდიევი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ელნურ აბდულაევმა ამ მოგებით ევროპის საგზური გაინაღდა. ჩემპიონატი აგვისტოს თვეში ხორვატიაში ჩატარდება