გორში მაღაზია გაქურდეს- წაღებულია პური და ხურდა

გორში, “კომენდანტის საათის” დროს მაღაზია გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიიდან წაღებულია სურსათი, პური  და  ხურდა ფული.

მაღაზიის მეპატრონე ვარაუდობს, რომ  იმ პირის ოჯახი,  ვინც ობიექტი გაქურდა, ბოლო დღეებში  შიმშილობდა და დანაშაულიც სწორედ ამის გამო ჩაიდინა.