N31 ბაღის ეზოში გამწვანების აქცია ჩატარდა

რუსთავში, ბაგა ბაღების გაერთიანების N31 ფილიალის ეზოში გამწვანების აქცია ჩატარდა.

ეკო აქტივობა მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტის “ეკო რუსთავის” შემადგენელი ნაწილია. აქციაში მონაწილეობას ბაღის თანამშრომლებთან და აღსაზრდელებთან ერთად.  ქალაქის მერმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ნინო ლაცაბიძემ მიიღეს.

აქციის ფარგლებში  55-მდე აკაციისა და ფიჭვის ნერგები დაირგო. ადგილზე იმყოფებოდნენ “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებიც, რომლებმაც ხეების წესების დაცვით დარგვა უზრუნველყვეს.