NCDC: “კომენდანტის საათის” გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე NCDC “კომენდანტის საათის” გადაწევას რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

მისივე განმარტებით, ევროპის ქვეყნებმა “კომენდანტის საათი” საღამოს 18:00 საათიდან დააწესეს.

 

“კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს. იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, ეპიდსიტუაცია არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენცია აქვს.

“კომენდანტის საათი” გახლავთ ერთ-ერთი და ზოგადად მობილობის შემცირება, არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის. აქედან გამომდინარე,თუ ჩვენ როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, ამას ასე დავიჭერდით, მაშინ იყო საუბარი, რომ განიხილებოდა საათის შემცირება და გადაწევა. მაგრამ ამ ეტაპზე, ალბათ იცით დღევანდელი და გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნების, სადაც “კომენდანტის საათი” დააწესეს საღამოს 18:00 საათიდან. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.