რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე საქართველოს ტურნირზე იასპარეზებს. ტურნირი ქალაქ ფოთში ჩატარდება. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოს შვიდი ქალაქიდან.
ალექსანდრე წივწივაძე 1 000 და 200 მეტრიან დისტანციებზე იასპარეზებს. რუსთაველი სპორტსმენი ივნისში, პორტუგალიაში ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
შეგახსენებთ, წივწივაძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია.