საპატიმროში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, შიმშილობა შეწყვიტა. მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, 24 დღის განმავლობაში მოხდება.
ინფორმაციისთვის, 44 წლის ალექსეი ნავალნი იანვრის შემდეგ საპატიმროში იმყოფება. დამოუკიდებელი ექიმების მიერ გასინჯვის მოთხოვნით ალექსეი ნავალი 31 მარტიდან შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გაართულა.
ცნობისთვის, რუსეთში დემონსტრაციები ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისა და მკურნალობის მოთხოვნით 21 აპრილს ჩატარდა. მომდევნო დღეს კი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქუჩაში გასულ ათასობით თანამემალულეს „რუსეთის ხსნა“ უწოდა.