ანრი ოხანაშვილი -ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არავის მივცემთ

ამნისტია აუცილებლად გამოიცემა და გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად – გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც მხარეები თანხმდებიან – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით,ის არავის მისცემს საშუალებას, უკვე მიღწეული შეთანხმება ჩაშალოს.

„როგორც ჩაიწერა დოკუმენტში, რომ შეეხოს ყველას და ყველაფერს, გარდა საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესისა, ამას შევასრულებთ. ჩვენ ულტიმატუმების ენით საუბარი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. აქ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არავის მივცემთ. არც ერთ ადამიანს, ვინც აქ იყო ოპოზიციის მხრიდან, არ უსაუბრია ულმტიმატუმის ენით და ვერ ისაუბრებენ, ამის უფლება არავის აქვს, ჩვენ ვართ მოწოდებული, შეთანხმება შესრულდეს იმ მარტივი კონსტრუქციით, როგორც წერია შეთანხმებაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.