საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს . მილოცვის ტექსტი მაჟორიტარის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
„რამაზანის თვის დადგომას გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს! ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, სიკეთის, ჯანმრთელობის და სიმშვიდის მომტანი.“ – წერს გოგი მეშველიანი.
მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ.