შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი, - ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ენმ-ს მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და გაჯიუტებაც ამის დასტურია.
„მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის პრობლემები ადარდებთ და არც ხალხის. პროცესში მთელი მსოფლიოა ჩარეული და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს, ბენზინის ფასი რა გახდა? – ეს მათ შორის კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე. გაღატაკდა და გაუბედურდა ეს ქვეყანა. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.