ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

“მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან, მაქსიმუმ 3 სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა “დათანხმება” – მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება.
ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი.” -ნათქვამია განცხადებაში.