პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ახალი თავმჯდომარის პირობებში გააგრძელებს.
კახა კუჭავას მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 6 იყო.
“დღეს ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ. ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. მინდა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მისი ინიციატივით წარმადგინეს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე,” – განაცხადა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგით მეთორმეტე სპიკერია.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს არჩილ თალაკვაძე იკავებდა.