ლენტეხში მდინარე ადიდდა და საავტომობილო გზა წალეკა

ლენტეხში სტიქიაა- გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე ჩოლშურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი წალეკა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.