რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე ლიფტები გაქურდეს

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ლიფტები გაქურდეს. ქურდობის ფაქტები მეგობრობის სხვადასხვა მისამართებზე დაფიქსირდა. ლიფტები მეგობრობის N19 და N43 საცხოვრებელ კორპუსებში მოიპარეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტებიდან წაღებულია მოწყობილობები, რომლის გარეშეც ლიფტი ვერ იმუშავებს. მათივე ინფორმაციით, ლიფტები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს.

Tv4 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.