რუსთავში სპორტის ახალი სახეობა გამოჩნდება. “სლექლაინი”, რომლის ნახვაც მალე რუსთავის პარკებში შეგეძლებათ.
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივი ხელისუფლებისგან თავისუფლად ვარჯიშის უფლებას ითხოვს. როგორც ისინი ტვ4-თან საუბარში აცხადებენ, სლექლაინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ახალი გზაა.
სლექლაინი ამერიკაში 1970 წლებიდან იღებს სათავეს. ესაა ვარჯიში წონასწორობაში, კონცენტრირებაში და ბალანსირება ბრტყელ „ნაჭერზე“, რომელიც გაჭიმულია ორ სტატიურ ობიექტს შორის. ამ სპორტით ალპინისტები და მეკლდეურები წონასწორობაში ვარჯიშის მიზნით, პარკინგისა და ღობის ჯაჭვებზე ცდილობდნენ სიარულს.