ჯაფარიძე: დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა

დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა. უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანი ციხიდან გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე ციხიდან გამოვა.

„არც ერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ.

მელია თანახმაა ევროკავშირის მიერ უპრეცედენტო შეთავაზება გამოყენებული იქნას, მე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მივესალმები და იმედი მაქვს ციხიდან გამოვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.