გაყინული ქათმის ხორცი “სარფიდან” თურქეთში დააბრუნეს

გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე- ,,სარფი”, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას სამართალდარღვევა გამოვლინდა.

კერძოდ; თურქეთის რესპუბლიკიდან საქართვეოში, შემოტანილი იქნა 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი.

„ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას, საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა, იდენტურობის შემოწმება, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,- ნათქვამია უწყების მოწოდებულ ინფორმაციაში.