ისრაელში განგაშის ზარი ისევ ჩაირთო – ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

სირენები ისევ ჩაირთო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში. განგაშის ზარი ამ წუთებში კონკრეტულად, აიფას, შფარამის, აკრეს და კრაიოტის რეგიონებში ისმის.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, ცაში მხოლოდ ოთხი რაკეტა გამოჩნდა, ერთი მათგანის განეიტრალება “რკინის გუმბათებმა” შეძლო. მეორე რაკეტა დაუსახლებელ სივრცეში ჩამოვარდა, ხოლო დანარჩენი ორი კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც ბუნკერებში ჩასვლას ცდილობდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დარწმუნებულები არიან, რომ საჰაერო იერიშები პალესტინური რადიკალური ჯგუფების “ჰამასის” მიერ იყო ორგანიზებული.