ლიეტუვა საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 15 ათას დოზას ჩუქნის

ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მათ შორის საქართველოს 15 ათას დოზას გადასცემს.

ლიეტუვას გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ლიეტუვას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია,” – წერს Twitter-ზე ზალკალიანი.