“მამის დღე” – შესაძლოა, საქართველოში ახალი უქმე დღე დაწესდეს

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე დღე დაწესდეს. “მამის დღის” დაწესების ინიციატივით პარლამენტს ქუთაისის კერძო სკოლის “ღონე ქვეყნისა” მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიმართეს.

მოზარდების ინიციატივის თანახმად, ეს დღე 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და 3 მარტის მსგავსად, უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.

“დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება. მიგვაჩნია, რომ მამის დღე უნდა იყოს 19 დეკემბერს, როდესაც ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც შვილს ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს”, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

ინიციატივას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას ბიუროს აცნობებს.