მე-19 მიკრორაიონი დაიტბორა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონი დაიტბორა. როგორც კომპანია “რუსთავის წყალში” აცხადებენ, მიზეზი 23-ე კორპუსთან ქსელზე დაზიანება გახდა.

ამ დროისთვის მე-19 მიკრორაიონის მაცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ.

“მე-19 მიკრო რაიონში, N23-თან ქსელზე დაზიანების გამო დღეს 22 მაისს 23:55 საათიდან – ხვალ 23 მაისის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: XIX მიკრო რ-ნის მთლიანად,” – აცხადებენ კომპანია “რუსთავის წყალში”.