რა ჩაიწერება ვაქცინირებულთა ე.წ. მწვანე პასპორტებში – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ე.წ. მწვანე პასპორტებში 3 ძირითადი პარამეტრი იქნება გათვალისწინებული. პარამეტრებს შორის ერთ-ერთი ტესტირების შედეგი იქნება.

“3 ძირითადი პარამეტრი იქნება გათვალისწინებული. ერთი – დაავადების გადატანის სტატუსი, ასევე ვაქცინაციის სტატუსი და ტესტირების სტატუსი, ანუ უახლესი მდგომარეობით რამდენად დადებითია თუ უარყოფითია სწრაფი ტესტი, თან PCR-ით მოქალაქე.

რაც შეეხება საერთაშორისო მოთხოვნებთან და რეგულაციებთან შესაბამისობას, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, მიდის მსჯელობები,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. მთავრობა აცრილი მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებასაც გეგმავს.