რუსთავის თეატრში “ბუნკერის” პრემიერა შედგა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლის “ბუნკერის” პრემიერა გამართა. სატირული ჟანრის სპექტაკლი ,,ბუნკერი“ 8 მონოლოგის პრინციპზე აგებული ისტორიებისგან შედგება. მაყურებლებმა თვითირონიით გადმოცემული ამბები და  მწარე სიმართლე იხილეს, რომლის დასაძლევადაც ერთადერთი გამოსავალი იუმორია.

სპექატკლის ავტორი და რეჟისორი რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სოსო ნემსაძეა.

პრემიერას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

წარმოდგენა ხალ, 23 მაისს, 19:00 სთ-ზე კიდევ გაიმართება.