რუსთავის ცენტრალურ პარკში საზოგადოება “რუსთაველების” ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის ნიჩბოსნობაში ღია პირველობა გაიმართა.
მოსწავლეები ერთმანეთს ე.წ „დრაგონ“ ნავებით შეეჯიბრნენ. იშვიათი სანახაობის მხარდამჭერი სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი იყო.
ტურნირში მონაწილეობას 8 სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ. ოლიმპიური სისტემით ჩატარებული პირველობის გამარჯვებული მე-18 საჯარო სკოლა გახდა.
ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა დააჯილდოვეს.