საქართველოში 794 000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 794 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ამასთან, უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.

საქსტატის ინფორმაციით, სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მეტად სოფლებში ჭარბობს.

მონაცემების თანახმად, სოფლებში დასახლებული ადამიანების 27.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ქალაქში იგივე მაჩვენებელი 17.1%-ია.