მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩინური რაკეტის CZ-5B მეორე საფეხური ატმოსფეროში შევა და მისი ნამსხვრევები დედამიწაზე ჩამოვარდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის შეუძლებელია ზუსტად გათვლა, თუ სად ჩამოვარდება რაკეტის ნამსხვრევები.
ინფორმაციისთვის, CZ-5B ყველაზე დიდი ობიექტია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ატმოსფეროში შევა და დედამიწაზე ჩამოვარდება.