ავტომობილი ხევში გადავარდა – დაიღუპა ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.