აზოტის გაფიცული თანამშრომლები ადმინისტრაციას თავიანთ წინადადებებს გააცნობენ 

“რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციის შეთავაზებებზე უარის თქმის შემდეგ, გაფიცული თანამშრომლები ადმინისტრაციას ახლა უკვე თავიანთ წინადადებებს გააცნობენ.

ამჯერად ადმინისტრაციასა და საინიციატივო ჯგუფს შორის მოლაპარაკებებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რუსთაველი პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილიც მონაწილეობს.