ე.წ “აფრიკის დასახლებაში” ძლიერი ხანძარია

ძლიერი ხანძარია ე.წ აფრიკის დასახლებაში. ცეცხლი დასახლებაში არსებულ 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია  ექვსი სახანძრო-სამაშველო  და საპარრულო პოლიციის ეკიპაჟები.  მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები. ხდება დამატებითი ძალების მობილიზება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.