პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში სულხან-საბას ქუჩა რეაბილიტირდება

პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო, რომელმაც დღეს პროექტებზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელა. 

კომისიის სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პროექტი, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.