სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიგეგმა. პროექტის განხორციელება ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.
რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში ურბანული განახლებისთვის მდებარეობები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეარჩია. პროგრამა “განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება.
კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებონდნენ.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა TV4-ს განუცხადა, დავით აღმაშენებლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ტროტუარების მოწესრიგება და გარე განათებების მონტაჟი.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.









