პარტია “ლელოს” წევრი, გრიგოლ გეგელია ვეტოზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
გეგელიას განცხადებით, განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი აქ არ არსებობს, “არის მხოლოდ კომიკური მტკიცებულება”.
„საკმარისია გაეცნო კონსტიტუციის ელემენტარულ ფილოსოფიას, კონსტიტუციის რაობას, ფუნქციასა და არსს, იმისათვის რომ დაინახო, რომ ეს შეთავაზებული ცვლილებები და სვლა ტოტალიტარიზმისკენ არის ანტიკონსტიტუციური, საფუძველშივე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
7 მაისს სალომე ზურაბიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.









