გუნდ “თუთარჩელას” ვორქშოპების სერია გრძელდება – დღეს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვორქშოპი ორ სესიად ჩატარდა.
გუნდის ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ, სიმღერები ჯერ ბავშვებსა და მოზარდებს, შემდეგ კი უფროსებს შეასწავლა. მონაწილეებმა ქართული და მსოფლიო ხალხთა მუსიკა შეისწავლეს.